ავღანეთში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმის შედეგად, უსაფრთხოების სამსახურის 15 წევრი დაიღუპა

19:12, 08.10.2018

ავღანეთის ჩრდილოეთით, ჯაუზჯანის პროვინციაში ერთდროულად რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიარაღებულ თავდასხმას უსაფრთხოების სამსახურის 15 წევრი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განახორციელა. დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე უსაფრთხოების დამატებითი ძალების მობილიზაცია გამოცხადდა.

მსგავსი