ავღანეთში, ქორწილში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა
ავღანეთში, ქორწილში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ქორწილში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა, დაშავდა 182-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაცია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

გარდაცვლილებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ამასთან, მოძრაობა თალიბანში ამბობენ, რომ მათ მებრძოლებს აფეთქებასთან კავშირი არ აქვთ.

„ფრანს პრესის“ ცნობით, აფეთქება ქორწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.