ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება
ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს ჩატარდება. შესაბამის ბიულეტენებს ცესკო-ს წარმომადგენლები საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის, 28 ნოემბრისთვის ჩამოიტანენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამასთან, საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.