ავღანეთში ნატო-ს ავიაბაზასთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო
ავღანეთში ნატო-ს ავიაბაზასთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო

ავღანეთში ნატო-ს ავიაბაზასთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, 73 დაშავებულია, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს ამოქმედდა. ამასთან, შვიდმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღების საშუალებით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელთა სამიზნე ბაგრამის ავიაბაზა იყო. ავღანური მედიის ინფორმაციით, უცხოურმა პოლიციურმა ძალებმა თავდასხმა მალევე მოიგერიეს.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.