ავღანეთში მასშტაბურ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 60-მდე პირი
ავღანეთში მასშტაბურ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 60-მდე პირი

ავღანეთში მასშტაბურ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე პირი კი, დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთით, ლოგარის პროვინციაში, ქალაქ პულ-ე-ალამში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი საოჯახო სასტუმროსთან აფეთქდა, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლებში ფანჯრის მინები რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც ჩაიმსხვრა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.