ავღანეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, ბოლო 24 საათში ინფიცირების 128 შემთხვევა გამოვლინდა

14:16, 29.04.2020

ავღანეთში კორონავირუსის გავრცელება პიკს უახლოვდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 128-ით გაიზარდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის სულ 1 939 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 61 ფატალური.

პანდემიის გავრცელების ეპიცენტრად ქვეყნის დედაქალაქი ქაბული რჩება, სადაც 555 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი