ავღანეთში აშშ-ის ავიაციის დაბომბვის შედეგად „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ 20-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს
ავღანეთში აშშ-ის ავიაციის დაბომბვის შედეგად „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ 20-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ავიაციის დაბომბვის შედეგად „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ 20-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს.

ავღანური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო საჰარეო ძალების ოპერაცია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში ჩატარდა. ლიკვიდირებულ მებრძოლებს შორის რვა უცხოელია, რომლებიც „ალ-ქაიდას“ მხარეს იბრძოდნენ. გარდა ამისა, იერიშის დროს ასევე მოკლეს თალიბების მიერ დასავლეთ ავღანეთის პროვინციის, ფარაჰის „მმართველად“ დანიშნული აბდულა ბალოხი.

აშშ-ის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ გუშინ ღამით თავს დაესხნენ ექსტრემისტების პოზიციებს ჰელმანდის ნად ალის რაიონში.