ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს
ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქაბულში ნატო-ს წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯარისკაცი ნატო-ს მტკიცე მხარდამჭერის საწვრთნელი მისიის მონაწილე იყო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ინციდენტთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

ავღანეთში მიმდინარე წელს ექვსი ამერიკელი სამხედრო მოკლეს. პენტაგონის მონაცემებით, სულ ავღანეთში 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.