ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი იყო.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებული თავდასხმის დროს ბოროტმოქმედი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების სხვა წარმომადგენელმა ადგილზე მოკლა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.