ავღანეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა

12:58, 21.11.2018

ავღანეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.

ტერორისტმა თავი ქაბულში, რელიგიური შეკრების ადგილთან ახლოს აიფეთქა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძალოვან უწყებას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, ვინ დგას თავდასხმის უკან.

პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაჭრილია 80 ადამიანი.

 

მსგავსი