ავღანეთში აცხადებენ, რომ პაკისტანის ავიაიერიშების შედეგად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ავიაიერიშების შედეგად, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. დარტყმები კუნარისა და პაქტიკის პროვინციებში განხორციელდა.
მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
კუნარის პროვინციაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაიბომბა, რის შედეგადაც ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. პაქტიკის ბარმალის რაიონში ორი ობიექტი დაიბომბა, განადგურდა მაღაზია და მიტოვებული სახლი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
ცნობისთვის, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარშე შეტაკებები წელს რამდენჯერმე მოხდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით თებერვალში გამწვავდა, როდესაც მათ შორის ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური იერიშები მოხდა.