ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 25 დღეში „თალიბანის“ სულ მცირე 1 100 მებრძოლი გაანადგურეს
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 25 დღეში „თალიბანის“ სულ მცირე 1 100 მებრძოლი გაანადგურეს

ავღანეთში ბოლო 25 დღის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა „თალიბანის“ სულ მცირე 1 100 მებრძოლი გაანადგურეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ „თალიბანის“ 40-მდე ლიდერი და არაერთი უცხოელი მებრძოლი ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს გაანეიტრალა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „თალიბანის“ რიგებში 150-ზე მეტი პაკისტანელი იბრძოდა.

დაპირისპირება ორი თავზე მოხდა მას შემდეგ, რაც ყატარის დედაქალაქ დოჰაში ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები მთავრობასა და თალიბებს შორის დაიწყო. მოლაპარაკებების დღის წესრიგსა და კონფლიქტის მოგვარების მექანიზმზე მხარეებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის. მოლაპარაკებების პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.