ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „თალიბანის“ 600-ზე მეტი წევრი მოკლეს
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „თალიბანის“ 600-ზე მეტი წევრი მოკლეს

ავღანეთის არმიის დანაყოფებმა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „თალიბანის“ 600-ზე მეტი წევრი მოკლეს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას 300-ზე მეტი თალიბი მებრძოლი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქ ჰერათში, სადაც თალიბები ქალაქის ცენტრალურ უბნებში შევიდნენ. ავღანეთის არმიამ ქალაქის დასაცავად სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა.

გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის არმიამ ქალაქის ციხეებზე შეტევა მოიგერია. ავღანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთით სამ პროვინციაში კრიტიკული მდგომარეობაა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნების გამართვას გეგმავს.