ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აფეთქება ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ყუნდუზში, ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 33 ადამიანი, დაშავდა 43.

დაჯგუფება „თალიბანის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰედის თქმით, მომხდარი ინციდენტის ორგანიზატორები „ბოროტების ელემენტები არიან და მნიშვნელოვანი ძალისხმევა ხორციელდება მათ დასაკავებლად და დასასჯელად“.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია საკუთარ თავზე.

დატოვე კომენტარი