ავღანეთის ქალაქ ღაზნის მეჩეთში აფეთქება მოხდა

01:25, 06.07.2019

ავღანეთში, ქალაქ ღაზნის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

მსგავსი