ავღანეთის პროვინცია ღაზნიში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

21:15, 11.07.2020

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა ავღანეთის პროვინცია ღაზნიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.

უცხოური მედიის ცნობით, პროვინციის გუბერნატორი მომხდარზე პასუხისმგებლობას რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ აკისრებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ავტომობილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ დაჯგუფების წევრებმა დაამაგრეს. თუმცა, „თალიბანს“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.

მსგავსი