ავღანეთის პროვინცია ფარაჰში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 22 სამართალდამცველი დაიღუპა
ავღანეთის პროვინცია ფარაჰში „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 22 სამართალდამცველი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ფარაჰში „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას 22 სამართალდამცველი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული მებრძოლები უსაფრთხოების ძალების კოლონას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაუსაფრდნენ.

თავდასხმის შედეგად განადგურებულია კოლონის შემადგენლობიდან ოთხი ავტომობილი. „თალიბანის“ წევრებმა დიდი ოდენობით იარაღიც მიიტაცეს.