ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანის“ 1 500 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი
ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანის“ 1 500 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა „თალიბანის“ 1 500 მებრძოლის გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. განკარგულება წინაპირობაა იმ სამშვიდობო შეთანხმებისა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში 18-წლიანი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. შეთანხმების მიხედვით, მებრძოლები იღებენ წერილობით ვალდებულებას, აღარ დაუბრუნდნენ ბრძოლის ველს. მებრძოლების გათავისუფლებას აშშ-სა და თალიბანს შორის შემდგარი შეთანხმებაც ითვალისწინებს. ამავე შეთანხმებით, ნატო-ს ძალებმა ქვეყანა უნდა დატოვონ. „თალიბანის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათ აშშ-ის მებრძოლთა ხუთიათასკაციანი სია გადასცეს, რომელთა გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

„თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას 29 თებერვალს დოჰაში მოეწერა ხელი. შეთანხმება ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა არ გახდება ტერორისტების თავშესაფარი.

დატოვე კომენტარი