ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ სამი მეთაურის ორ მძევალში გაცვლას დათანხმდა
ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ სამი მეთაურის ორ მძევალში გაცვლას დათანხმდა

ავღანეთის ხელისუფლება „თალიბანის“ სამი მეთაურის ორ მძევალში გაცვლას დათანხმდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, მთავრობა „თალიბანის“ სამ ლიდერს გაათავისუფლებს. მათ შორის იქნება ანას ჰაქანი, რომელიც დაჯგუფების ერთ-ერთ გავლენიან წევრად ითვლება.

სანაცვლოდ „თალიბანის“ წევრები ავღანეთის მთავრობას 2016 წელს გატაცებულ ორ პროფესორს გადასცემენ. მათგან ერთი ამერიკელი, ხოლო მეორე ავსტრალიელია.

კევინ კინგი და ტიმოთი ვიქსი 2017 წელს გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდნენ. მძევლები მოუწოდებდნენ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მათი გათავისუფლებისთვის „თალიბანთან“ გარიგებას დათანხმდეს.