AusOpen 2018 - ავსტრალიის ღიას შარშანდელი ფინალისტი გამოეთიშა
AusOpen 2018 - ავსტრალიის ღიას შარშანდელი ფინალისტი გამოეთიშა

მელბურნში დაახლოებით ოთხი საათია, რაც “დიდი სლემის” პირველი ტურნირი დაიწყო და ბრძოლას უკვე გამოეთიშა ქალთა ტურნირის შარშანდელი ფინალისტი, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ვინუს უილიამსი. ამერიკელმა საათსა და 55 წუთში წააგო შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან (78-ე ნომერი) – 3:6, 5:7.
პირველი სეტის საწყის ექვს გეიმში თანაბარი თამაშის შემდეგ, ბენჩიჩმა 3:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 6:3 მოიგო.

მეორე სეტის სტარტზე ვინუსი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და შვეიცარიელმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, გადამწყვეტი ბრეიკი კი 6:5-ზე შეასრულა და მეორე წრეში გავიდა.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია 2014 წლის ფინალისტის, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას მარცხი ესტონელ კაია კანეპისთან – 2:6, 2:6.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ბენჩიჩი (შვეიც)-ვ. უილიამსი (აშშ, 5) 6:3, 7:5
გორგესი (გერ, 12)-კენინი (აშშ) 6:4, 6:4
კანეპი (ესტ)-ციბულკოვა (სლოვაკ, 24) 6:2, 6:2
ბეგუ (რუმ)-მაკაროვა (რუს, 31) 3:6, 6:4, 8:6
კორნე (საფ)-ს. ვანგი (ჩინ) 6:4, 6:2
მარტიჩი (ხორ)-ვან უიტვანკი (ბელ) 7:6(5), 6:3
დუანი (ჩინ)-დუკე მარინო (კოლ) 6:0, 6:1.