აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშეების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულება გამოავლინა #1TVSPORT
აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშეების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულება გამოავლინა #1TVSPORT

პოპულარული იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მაროლდამ საინტერესოდ გააანალიზა „ნაპოლიში“ მომხდარი ამბავი და ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის დაპირისპირების ფონზე დაასკვნა, რომ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

„უნდა გაუშვან თუ არა ოსიმენი „ნაპოლიდან“, რადგან ის უკვე დიდი ხანია პრობლემების გარდა არაფერს იწვევს? უპრობლემოდ ვპასუხობ: დიახ, სასწრაფოდ უნდა გაუშვან, ზაფხულში კი გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიაც უნდა წავიდეს.

„ნაპოლიში“ ზოგ ფეხბურთელს ძალიან კარგად ექცევიან, ზოგს კი – პირიქით, ცუდად, სწორედ მეორე კატეგორიაშია კვარაცხელია და ეს იმის გათვალისწინებიუთ, თუ რა მისცა მან „ნაპოლის“ გასულ სეზონში.

ის, რაც კვარაცხელიას აგენტმა თქვა, მიუღებელია, მაგრამ რატომ არ უარყო მისი სიტყვები მოთამაშემ? როგორც ჩანს, ფეხბურთელი საკუთარი მენეჯერის შეფასებას ეთანხმება. ეს კი სერიოზული პოზიციაა, რაც ნიშნავს, რომ ქართველსა და ოსიმენს შორის დაძაბულობაა“, – განაცხადა ფრანჩესკო მაროლდამ.

მომხდარს გამოცემა La Repubblica-c გამოეხმაურა წერილით – „ამიტომ თქვა კვარას აგენტმა ოსიმენზე ეს სიტყვები“:

„ნეაპოლურ კლუბში ახლა ძალიან დელიკატური ვითარებაა. კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვების მიღმა, გაბრაზება იმალება. მისი აფეთქება გამომდინარეობს იმ უთანასწორო დამოკიდებულებიდან, რომელიც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშეების მიმართ გამოავლინა. პროგნოზირებადიც იყო, რომ ოსიმენთან კონტრაქტის განახლება და ხელფასის გაზრდა, გასახდელში დიდ რყევებს გამოიწვევდა“, – წერს გამოცემა La Repubblica.