აურელიო დე ლაურენტისი - ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა შურისძიების მიზნით არ დაგვიტოვებია #1TVSPORT
აურელიო დე ლაურენტისი - ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა შურისძიების მიზნით არ დაგვიტოვებია #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის სეზონის მეორე ნახევრისთვის უეფა-ს ოფიციალური განაცხადი წარუდგინა, რომელშიც პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი ვერ მოხვდა.

29 წლის ფეხბურთელი „ნაპოლის“ დასატოვებლად ემზადება, მას 30 ივნისს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსით ივლისში მილანის „ინტერს“ შეუერთდება.

პიოტრ ჟელინსკის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც გააკეთა.

„„ნაპოლისთვის“ სეზონი 18 თებერვალს იწყება. ვიმედოვნებ, იმ დროისთვის მწვრთნელის განკარგულებაში სრული შემადგენლობა იქნება. რაც შეეხება ჟელინსკის, ის განაცხადს მიღმა შურისძიების მიზნით არ დაგვიტოვებია.

პოლონელი ფეხბურთელი პირველ ივლისს გუნდს დატოვებს. ვიცით, რა შეუძლია მას მოედანზე, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა გადაწყვეტილება მისი არჩევანიდან გამომდინარე მივიღეთ“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.