გიორგი ცინცაძის პასი ათწლეულის საუკეთესო გადაცემად აღიარეს (ვიდეო)
გიორგი ცინცაძის პასი ათწლეულის საუკეთესო გადაცემად აღიარეს (ვიდეო)

გიორგი ცინცაძის პასი ათწლეულის საუკეთესოა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მსოფლიოს საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ს მიერ მოწყობილ გამოკითხვაში გაიმარჯვა. ფინალში „ბუმ“ (ცინცაძის მეტსახელი) არგენტინელ ფაგუნდო კამპაცოს აჯობა. ხმები ასე განაწილდა: 57.7 გიორგის, 42.3 ფაგუნდოს.

თავიდან შეირჩა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო რვა გადაცემის ავტორი, რომელთა შორის იყო ქართველი გიორგი ცინცაძე. 2015 წელს ევრობასკეტის 1/8 ფინალში, ლიეტუვასთან მატჩში, მისი გადაცემა მაშინ ტურნირის საუკეთესო პასად აღიარეს. სწორედ ეს მომენტი იყო წარდგენილი ათწლეულის საუკეთესოობაზე.

ფიბამ-მ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა – მეოთხედფინალში ცინცაძის პასი შეუპირისპირდა სერბი დუშან ბულუტის გადაცემას. გამარჯვებული კი გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ ხმების 58 პროცენტი მიიღო და ნახევარფინალში გავიდა.

1/2 ფინალში გიორგის მეტოქე გახლდათ ესპანელი მარკ გასოლი, რომელმაც ეფექტური პასით მთელი მოედანი „მოჭრა“. ეს მან ევრობასკეტი 2013-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩში გააკეთა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებიც სწორედ ამ ჯგუფში თამაშობდა.

ცინცაძემ ნახევარფინალში გასოლი დაამარცხა – გულშემატკივართა 67-მა პროცენტმა ქართველის გადაცემას მისცა ხმა.

ფინალში გულშემატკივარმა კამპაცოს პასს ცინცაძისა რომ ამჯობინა, ზემოთ უკვე მოგახსენეთ.