ატპ-ის თასზე გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ატპ-ის თასზე გუნდების შემადგენლობები ცნობილია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ოფიციალურად გამოაცხადა გუნდური ტურნირის – ATP Cup-ის მონაწილეთა სია. სწორედ ამ ტურნირით დაიწყებს ტოპ-ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი 2021 წლის სეზონს, კერძოდ, ATP-ის თასზე იქნება TOP10-ის ყველა მოთამაშე როჯერ ფედერერის გარდა.

გუნდების შემადგენლობები:

სერბეთი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი, ფილიპ კრაინოვიჩი, ნიკოლა კაჩიჩი;

ესპანეთი – რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი, მარსელ გრანოლერსი, პაბლო კარენო-ბუსტა;

ავსტრია – დომინიკ ტიმი, დენის ნოვაკი, ფილიპ ოსვალდი, ტრისტან-სამუელ ვაისბორნი;

საბერძნეთი – სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი, მარკოს კალოველონისი, პეტროს ციციპასი;

გერმანია – ალექსანდრ ზვერევი, იან-ლენარდ შტრუფი, კევინ კრავიტცი, ანდრეას მისი;

არგენტინა – დიეგო შვარცმანი, გვიდო პელია, ორასიო სებალიოსი, მაქსიმო გონსალესი;

იტალია – მატეო ბერეტინი, ფაბიო ფონინი, სიმონე ბოლელი, ანდრეა ვავასორი;

იაპონია – კეი ნიშიკორი, იოსიჰიტო ნიშიოკა, ბენ მაკლაკლანი, ტოსიჰიდე მაცუი;

საფრანგეთი – გაელ მონფილსი, ბენუა პერი, ნიკოლა მაუ, ედუარდ როჟე-ვასელენი;

კანადა – დენის შაპოვალოვი, მილოშ რაონიჩი, პიტერ პოლანსკი, სტივენ დიესი;

ავსტრალია – ალექს დე მინორი, ჯონ მილმენი, ჯონ პირსი, ლუკ სევილი;

რუსეთი – დანიილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ასლან კარაცევი, ევგენი დონსკოი.

წილისყრის შედეგად 12 გუნდი ოთხ ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ. ტურნირის ჩატარების ვადებია – 1-5 თებერვალი.

დატოვე კომენტარი