ATP-ის ახალ რეიტინგში ბასილაშვილი 22-ე ჩოგანია
ATP-ის ახალ რეიტინგში ბასილაშვილი 22-ე ჩოგანია

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ახალ სეზონში „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის შემდეგ, TOP 20-დან გამოვარდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი – მისი უკან ჩამოტოვება ლუკ პუიემ და რობერტო ბაუტისტა აგუტმა შეძლეს, რომლებიც, შესაბამისად, ნახევარფინალსა და მეოთხედფინალში გავიდნენ. ბასილაშვილი, ამჟამად, 22-ე ნომერია.

ტოპ-ათეულში სამი პოზიცია დაკარგა შარშანდელმა ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა – ახლა, შვეიცარიელი ლეგენდა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანია.

ATP. TOP10
1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 10 955
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 8 320
3(4). ა. ზვერევი (გერმანია) – 6 475
4(5). დელ პოტრო (არგენტინა) – 5 060
5(6). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 4 845
6(3). ფედერერი (შვეიცარია) – 4 600
7(9). ნიშიკორი (იაპონია) – 4 110
8(8). ტიმი (ავსტრია) – 3 960
9(10). ისნერი (აშშ) – 3 155
10(7). ჩილიჩი (ხორვატია) – 3 140

დატოვე კომენტარი