ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია - საბერძნეთი, პოლონეთი და არგენტინა #1TVSPORT
ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია - საბერძნეთი, პოლონეთი და არგენტინა #1TVSPORT

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გაიმართა 2022 წლის ATP Cup-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა საბერძნეთთან, პოლონეთთან და არგენტინასთან.

წილისყრის სრული შედეგები და მონაწილეთა სრული სია ასეთია:

 

A ჯგუფი

სერბეთი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, დუშან ლაიოვიჩი, ფილიპ კრაინოვიჩი, ნიკოლა ჩაჩიჩი, მატეი საბანოვი

ნორვეგია – კასპერ რუუდი, ვიქტორ დურასოვიჩი, ლუკას ჰელუმ-ლილენგენი, ლეიტონ რივერა, ანდრეია პეტროვიჩი

ჩილე – კრისტიან გარინი, ალეხანდრო ტაბილო, ტომას ბარიოს ვერა

ესპანეთი – რობერტო ბაუტისტა აგუტი, პაბლო კარენიო ბუსტა, ალბერტ რამოსი, ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა, პედრო მარტინესი

 

B ჯგუფი

რუსეთი – დანიილ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, ასლან კარაცევი, რომან საფიულინი, ევგენი დონსკოი

იტალია – მატეო ბერეტინი, იანიკ სინერი, ლორენცო სონეგო, სამონე ბოლელი, ფაბიო ფონინი

ავსტრია – დომინიკ ტიმი, დენის ნოვაკი, ლუკას მიდლერი, ოლივერ მარაჩი, ფილიპ ოსვალდი

ავსტრალია – ალექს დე მინორი, ჯეიმს დაკუორტი, მაქს პურსელი, ჯონ პირსი, ლუკ სავილი

 

C ჯგუფი

გერმანია – ალექსანდრ ზვერევი, იან-ლენარდ შტრუფი, იანიკ ჰანფმანი, კევინ კრავიტცი, ტიმ პუეტცი

კანადა – ფელიქს ოჟე-ალიასიმი, დენის შაპოვალოვი, ბრეიდენ შური, პიტერ პოლანსკი, სტივენ დიეზი

ბრიტანეთი – კემერონ ნორი, დანიელ ევანსი, ლაიან ბროუდი, ჯო სალისბერი, ჯეიმი მარეი

აშშ – ტეილორ ფრიტცი, ჯონ ისნერი, ბრენდონ ნაკაშიმა, რაჯივ რამი, ოსტინ კრაიჩეკი

 

D ჯგუფი

საბერძნეთი – სტეფანოს ციციპასი, მიხაილ პერვოლარაკისი, პეტროს ციციპასი, მარკოს კალოველონისი, არისტოტელის ტანოსი

პოლონეთი – ჰუბერტ ჰურკაჩი, კამილ მაიცრჟაკი, კასპერ ჟუკი, იან ზიელინსკი, შიმონ ვალკოვი

არგენტინა – დიეგო შვარცმანი, ფედერიკო დელბონისი, ფედერიკო კორია, მაქსიმო გონსალესი, ანდრეს მოლტენი

საქართველო – ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე

 

ჯგუფებში თამაშები წრიული სისტემით გაიმართება და პირველადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ.

ATP Cup 1-9 იანვარს გაიმართება.