ATP Cup-ის ჩემპიონი კანადის ნაკრები დახდა #1TVSPORT
ATP Cup-ის ჩემპიონი კანადის ნაკრები დახდა #1TVSPORT

სიდნეიში დასრულდა გუნდური ტურნირის – ATP Cup-ის გათამაშება. ფინალში კანადის ნაკრებმა ორივე ერთეულთა მატჩი მოუგო ესპანეთს და ჩემპიონი გახდა.

კანადამ ოთხი მატჩის წაგებით დაიწყო ტურნირი. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 0:3 დამარცხდა აშშ-სთან, მეორე ტურში 0:1-ს აგებდა დიდ ბრიტანეთთან, მაგრამ ჯერ ეს მატჩი მოიგო 2:1, ბოლო ტურში კი იგივე ანგარიშით გაუსწორდა გერმანიას და ნახევარფინალში გავიდა. იქ კანადელებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რუსეთი დაამარცხეს ასევე 2:1.

ფინალში კი კანადამ უფრო იოლად მოიგო. ჯერ დენის შაპოვალოვმა 6:4, 6:3 დაამარცხა პაბლო კარენიო ბუსტა, შემდეგ კი ფელიქს ოჟე-ალიასიმმა ასევე ორ სეტში მოუგო რობერტო ბაუტისტა აგუტს – 7:6(3), 6:3. ამის შემდეგ, წყვილების მატჩის ჩატარებას აზრი დაეკარგა.

დატოვე კომენტარი