„ატლეტიკოსთან“ ანგარიშით 3:7 წაგების შემდეგ ზიდანი გასახდელში არ შევიდა

10:46, 28.07.2019

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მადრიდულ დერბიში „რეალმა“ ანგარიშით 3:7 წააგო „ატლეტიკოსთან“. გაზეთ „ასის“ (AS) ინფორმაციით, „რეალის“ დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა არ გაერთულებინა ისედაც დაძაბული სიტუაცია და მატჩის შემდეგ გუნდთან გასახდელში არ შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები ელოდნენ მის გამოჩენას. ფრანგი სპეციალისტი ძალიან გაბრაზებული იყო ამ წაგებით.

თავის ბოლო შეხვედრას საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „რეალი“ 30 ივლისს გამართავს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.

სეზონი ესპანეთში 16 აგვისტოს იწყება. პრიმერას პირველი ტურის მატჩში „რეალი“ ვიგოს „სელტას“ სტუმრად შეხვდება.

მსგავსი