„ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ შორის შეხვედრა მადრიდის ნაცვლად ბუქარესტში გაიმართება
„ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ შორის შეხვედრა მადრიდის ნაცვლად ბუქარესტში გაიმართება

ესპანეთში არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, Arena Nationala-ზე გაიმართება, – ამის შესახებ უეფა-მ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ლაიპციგი-ლივერპულისა და გლადბახი-სიტის პირველი შეხვედრები ბუდაპეშტში, „პუშკაშ-არენაზე“ გაიმართება.

Arena Nationala დიეგო სიმეონისთვის უცნობი ადგილი არაა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როცა მადრიდის „ატლეტიკო“ ევროპის ლიგის ჩემპიონი გახდა, საფინალო შეხვედრა „ბილბაოს“ წინააღმდეგ სწორედ ამ სტადიონზე გამართა, სადაც მადრიდელებმა დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოიგეს.

2012 – ატლეტიკო-ბილბაო – Arena Nationala

 

ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ შეხვედრა 24 თებერვალსაა ჩანიშნული.