„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი - შეიძლება თუ არა მესი სუარესს შეუერთდეს? ყველაფერი შესაძლებელია
„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი - შეიძლება თუ არა მესი სუარესს შეუერთდეს? ყველაფერი შესაძლებელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ აზრი გამოთქვა მის კლუბში ლუის სუარესის გადასვლის შესახებ, აგრეთვე კომენტარი გაუკეთა მომავალი წლის ზაფხულში ლიონელ მესის შესაძლო გაფორმებას. გაისად არგენტინელს კონტრაქტი უმთავრდება „ბარსელონასთან“ და თავისუფალი აგენტი გახდება.

“ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ბარტომეუ – კარგი მეგობარი და შესანიშნავი პრეზიდენტია. დღეს „ბარსელონაში“ არც ისე კარგი პერიოდია, მაგრამ ის მოქმედებდა ისე, როგორც საჭირო იყო. ტრანსფერი რთული არ ყოფილა. ფეხბურთელი თამაშობს იქ, სადაც მას სურდა.

შეიძლება თუ არა სუარესს მესი შეუერთდეს? თუ ლიონელს სუარესთან თამაში უნდა, გადმოვიდეს. თუ არსებობს სურვილი, ყველაფერი შესაძლებელია“, – მოჰყავს სერესოს სიტყვები გაზეთ „მარკას“.

დატოვე კომენტარი