ატლეტიკოს პრეზიდენტი ეკტორ ერერას შეძენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ატლეტიკოს პრეზიდენტი ეკტორ ერერას შეძენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ატლეტიკო მადრიდის პრეზიდენტი ენრიკე სერესო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მექსიკელი ეკტორ ერერა მომდევნო სეზონში თეთრ-წითლების რიგებში ითამაშებს, ნაადრევია. პორტუგალიასა და მექსიკაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, 28 წლის ერერა, რომელიც ამჟამად პორტუს ღირსებას იცავს, უკვე დათანხმდა კოლჩონეროების წინადადებას, თუმცა სერესო ამ საკითხში უფრო თავშეკავებულია.

„არ არის მართალი, რომ ეკტორ ერერა მომავალ წელს ატლეტიკო მადრიდში ითამაშებს. ამწუთას მე მასზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ის ჩვენი მოთამაშე არ არის, თუმცა ჩვენი გუნდი ყოველთვის თანახმაა, ძლიერი ფეხბურთელები დაიმატოს“, – განაცხადა სერესომ.