„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი  - ჩემპიონთა ლიგის შეწყვეტის შემთხვევაში, თასი ჩვენ უნდა გადმოგვცენ
„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი - ჩემპიონთა ლიგის შეწყვეტის შემთხვევაში, თასი ჩვენ უნდა გადმოგვცენ

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტ ენრიკე სერესოს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საბოლოოდ შეწყვეტის შემთხვევაში, თასი მის გუნდს უნდა გადაეცეს, რადგან თეთრ-წითლებმა მოქმედი გამარჯვებული – „ლივერპული“ გამოთიშეს ასპარეზობას.

„უეფას სურვილი, რომ დარჩენილი მატჩები ერთსა და იმავე ადგილას გაიმართოს, გასაგებია. თავდაპირველად საუბარი პორტუგალიაზე იყო, შემდეგ კი მადრიდზე. ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით, თუ ტურნირი საბოლოოდ შეწყდა, თასი „ატლეტიკოს“ უნდა გადაეცეს, რადგან სწორედ ჩვენ გამოვაგდეთ მოქმედი გამარჯვებული“, – მოჰყავს სერესოს სიტყვები ესპანურ გამოცემა „მუნდო დეპორტივოს“.

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკომ ლივერპული მერვედფინალში დაამარცხა (1:0, 3:2) და მეოთხედფინალში გავიდა.

ბოლო ინფორმაციით, უეფა ტურნირის გაგრძელებას აგვისტოს პირველ ნახევარში აპირებს.