„ატლეტიკოს“ ორი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

16:41, 30.01.2021

დიეგო სიმეონეს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი დროებით გამოაკლდა.

მცველ მარიო ერმოსოსა და ნახევარმცველ ფერეირა კარასკოს კორონავირუსზე  ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი დადებითი იყო, – იუწყება მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ორივე ფეხბურთელი საკუთარ სახლებში, თვითიზოლაციაში იმყოფება და „ატლეტიკოს“ მინიმუმ ორ უახლოეს თამაშს გამოტოვებს.

სიმეონეს შეგირდები ხვალ, 31 იანვარს, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „კადისს“ დაუპირისპირდებიან.

„ატლეტიკო“ დღევანდელი მონაცემებით (47 ქულა) ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორედგილოსან „რეალს“ შვიდი ქულით უსწრებს.

მსგავსი