„ატლეტიკოს“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ატლეტიკოს“ ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის ატლეტიკოს ორი ფეხბურთელი, თომას ლემარი და ეკტორ ერერა კორნავირუსით დაინფიცირდნენ, – ინფორმაციას Spanish Football News ავრცელებს.

ლემარი და ერერა მადრიდულ კლუბს უახლოეს თამაშებში ვერ დაეხმარებიან, მათ შორის, ვერ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც „ატლეტიკო“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

ესპანეთის ჩემპიონატში „ატლეტიკოს“ შესანიშნავი სეზონი აქვს და 50 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, უახლოეს მდევრებს („ბარსელონასა“ და თანაქალაქელ „რეალს“) კი შვიდი ქულით უსწრებს.