„ატლეტიკოს“ მაყურებლების გარეშე თამაში ემუქრება
„ატლეტიკოს“ მაყურებლების გარეშე თამაში ემუქრება

ესპანეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩის მასალებს. საქმე ეხება ლა ლიგას მე-15 ტურში, მადრიდელი გულშემატკივრების მხრიდან ფორვარდ ანტუან გრიზმანის მისამართით მუქარას, – წერს „მუნდო დეპორტივო“

წყაროს ცნობით, „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „გრიზმან, მოკვდი!“ სადისციპლინო კოდექსის მიხედვით, ფანების ამგვარი საქციელი მიეკუთვნება ამგვარ პუნქტს: „წამოძახილი, რომელიც ახდენს ძალადობის პროვოცირებას ან წარმოადგენს სიძულვილს მატჩში მონაწილეებთან მიმართებაში“.

იმ შემთხვევაში, თუ სადისციპლინო კომიტეტი დაამტკიცებს გულშემატკივართა ბრალეულობას, „ატლეტიკო“ მიიღებს ჯარიმას 90 ათასი ევროს ოდენობით ან სტადიონის სრულ ან ნაწილობრივ დახურვას.