„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ კლუბის გაყიდვის პროცესი დაიწყო #1TVSPORT

13:31, 12.12.2023

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ კლუბის გაყიდვის პროცესი დაიწყო, – იტყობინება გამოცემა La Sexta.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა პრეზიდენტთან, ენრიკო სერესოსთან ერთად დაიწყო კლუბის გაყიდვის პროცესი. ისინი „ატლეტიკოს“ აქციათა 65 პროცენტს ფლობენ.

წყაროს ცნობით, პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ყველაზე მეტად დაინტერესებულია ამერიკელი ბიზნესმენი, ამერიკული ფეხბურთის კლუბის, „მაიამი დოლფინსის“ მფლობელი სტივენ როსი, რომელმაც შეიძლება იყიდოს მადრიდული გუნდი.

ამ მომენტისთვის „ატლეტიკო“ მეოთხე ადგილზეა ლა ლიგის ცხრილში, გარდა ამისა, უკვე მოპოვებული აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური.

მსგავსი