„ატლეტიკომ“ სუარესის გაშვება გადაწყვიტა #1TVSPORT

09:07, 27.04.2022

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – არ გაუგრძელოს კონტრაქტი ურუგვაელ ფორვარდს ლუის სუარესს.

როგორც გაზეთი AS იტყობინება, ფეხბურთელი ამ სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს მადრიდულ კლუბს.

35 წლის სუარესი 2020 წელს გადავიდა „ატლეტიკოში“ „ბარსელონადან:“. ამ სეზონში ურუგვაელმა ლა ლიგას 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი