„ატლეტიკომ“ სორლოტის ჰეთთრიკით „ბრიუგე“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT
„ატლეტიკომ“ სორლოტის ჰეთთრიკით „ბრიუგე“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეიოფში ორი მატჩის ჯამში დაამარცხა „ბრიუგე“ და მერვედფინალში გავიდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ბელგიაში 3:3 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი „ატლეტიკომ“ 4:1 გაიმარჯვა.

მატჩის გმირი „ატლეტიკოს“ ნორვეგიელი ფორვარდი ალექსანდრ სორლოტი გახდა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. კიდევ ერთი გოლი მადრიდელთა რიგებში კარდოსომ გაიტანა. „ბრიუგეს“ მხრიდან თავი გამოიჩინა ხოელ ორდონიესმა – მან 36-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

1/8-ფინალში „ატლეტიკო“ „ლივერპულს“ ან „ტოტენჰემს“ შეხვდება.