„ატლეტიკომ“ შემადგენლობა კონდოგბიათი გააძლიერა

08:51, 05.11.2020

მადრიდის „ატლეტიკომ“ გამოაცხადა „ვალენსიას“ ნახევარმცველის ჯეფრი კონდოგბიას გადაბირების შესახებ.

ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც, პირად კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ხელშეკრულება კონდოგბიასთან ოთხი წლით გაფორმდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კონდოგბიამ ხუთი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი