„ატლეტიკომ“ სეზონის ბოლომდე დაკარგა ჟოაო ფელიქსი #1TVSPORT
„ატლეტიკომ“ სეზონის ბოლომდე დაკარგა ჟოაო ფელიქსი #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ჟოაო ფელიქსი ამ სეზონში ვეღარ შეძლებს მინდორზე გასვლას. ამის შესახებ პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სამწუხაროდ, ეს ის სიახლე არ არის, რომელსაც სეზონის ბოლოს ვიმედოვნებდი. ნაღვლიანად ვაცნობიერებ იმას, რომ ვერ შევძლებ დარჩენილ მატჩებში ჩემი გუნდის დახმარებას. ახლა მხოლოდ მოედნის მიღმა შემიძლია „ატლეტიკოს“ ქომაგობა. მონდომებით ვიმუშავებ აღდგენისთვის, რათა უფრო ძლიერი დავბრუნდე“, – დაწერა ფელიქსმა.

პორტუგალიელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო. კერძოდ, მას მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.