მადრიდის ატლეტიკო ევერტონის ფორვარდ რიშარლისონის მიმართ გამოხატავს ინტერესს. ბრაზილიელს ლივერპულურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
გაზეთ ასის (As) ინფორმაციით, რიშარლისონის აგენტები უკვე შეხვდნენ ატლეტიკოს წარმომადგენლებს.
2018-19 წლების სეზონში ფორვარდმა 28 მატჩი ჩაატარა ევერტონში, 11 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.