„ატლეტიკომ“ მეორედ უთხრა უარი „არსენალს“ პარტეის ტრანსფერზე
„ატლეტიკომ“ მეორედ უთხრა უარი „არსენალს“ პარტეის ტრანსფერზე

ლონდონის „არსენალი“ აგრძელებს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ნახევარმცველ ტომას პარტეის გადაბირების მცდელობას.

ესპანური პრესა წერს, რომ ლონდონელებმა მეორე წინადადებით მიმართეს „ატლეტიკოს“ განელი ნახევარმცველის თაობაზე, მაგრამ მადრიდულმა მხარემ მეორედ უთხრა უარი მიკელ არტეტას გუნდს.

აღნიშნავენ, რომ ესპანური კლუბი მზად არის 27 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით მოისმინოს მხოლოდ ის წინადადებები, რომელთა მიხედვით სატრანსფერო თანხის ოდენობა მინიმუმ 50 მილიონი ევრო იქნება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მადრიდელები ტომასთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებენ.

2019-20 წლების სეზონში, განელმა ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.