„ატლეტიკომ“ კავანის შეძენაზე უარი თქვა
„ატლეტიკომ“ კავანის შეძენაზე უარი თქვა

მადრიდის „ატლეტიკო“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, ედინსონ კავანის აღარ შეიძენს. ზამთარში ესპანურმა კლუბმა სცადა 33 წლის ურუგვაელის გადაბირება, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – „ატლეტიკო“ არ დაეთანხმა იმ ფინანსურ პირობებს, რომელიც თავდამსხმელმა წამოაყენა.

კავანის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 30 ივნისს იწურება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ მოთამაშესთან ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება.

ადრე პრესაში დაიწერა, რომ მოთამაშის მიმართ ინტერესს გამოთქვამენ „ბარსელონა“, „ნაპოლი“, „ინტერი“ და „რომა“, რომელმაც კავანის ყველაზე სარფიანი წინადადება შესთავაზა.

ედინსონ კავანი „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 301 მატჩში მან 200 გოლი გაიტანა.