„ატლეტიკომ“ კარასკო და გაიტანი ჩინეთში გაყიდა
„ატლეტიკომ“ კარასკო და გაიტანი ჩინეთში გაყიდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი დატოვეს ბელგიელმა იანიკ ფერეირა-კარასკომ და არგენტინელმა ნიკოლას გაიტანმა. ორივე ფეხბურთელი ჩინურ „დალიან იიფანში“ გადავიდა სათამაშოდ. ტრანსფერის თანხის ოდენობა უცნობი დარჩა.

„ატლეტიკოს“ კიდევ ერთ ფეხბურთელს – ფერნანდო ტორესსაც უწინასწარმეტყველებენ „დალიანში“ გადასვლას. ეს საკითხი უახლოეს დღეებში შეიძლება გადაწყდეს.

დალიანი“ გასული სეზონის შემდეგ გადავიდა ჩინეთის სუპერლიგაში. მისი მწვრთნელი ესპანელი ხუან რამონ ლოპეს კაროა.

გაიტანისა და კარასკოს შეძენამდე, „დალიანმა“ პორტუგალიელი ჟოზე ფონტე დაიმატა.