„ატლეტიკომ“ და „არსენალმა“ პენალტები გაცვალეს – პირველი ნახევარფინალი 1:1 დასრულდა #1TVSPORT

00:57, 30.04.2026

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში პირველი მატჩი გაიმართა. მადრიდში „ატლეტიკომ“ შინ მიიღო „არსენალი“.

გუნდებმა ზუსტი პენალტები გაცვალეს. 44-ე წუთზე ვიქტორ დიოკერეშმა გახსნა ანგარიში და დააწინაურა ლონდონელები, 56-ე წუთზე კი ხულიან ალვარესმა გაათანაბრა.

განმეორებითი მატჩი 5 მაისს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი