„ატლეტიკომ“ ასპილიკუეტა აიყვანა #1TVSPORT
„ატლეტიკომ“ ასპილიკუეტა აიყვანა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მცველი სესარ ასპილიკუეტა მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდა.

ესპანურმა კლუბმა 33 წლის ესპანელთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასპილიკუეტამ „ჩელსიში“ ბოლო 11 წელი გაატარა და ლონდონურ კლუბში ცხრა ტიტული მოიგო.

აქამდე ცენტრალურ მცველს ესპანეთში მხოლოდ „ოსასუნას“ რიგებში უთამაშია.