„ატლეტიკომ“ ამ ზაფხულს მეცხრე ფეხბურთელი შეიძინა
„ატლეტიკომ“ ამ ზაფხულს მეცხრე ფეხბურთელი შეიძინა

მადრიდის „ატლეტიკომ“ კიდევ ერთი შენაძენის შესახებ გამოაცხადა – დიეგო სიმეონეს გუნდში გააგრძელებს კარიერას მცველი მარიო ერმოსო. 24 წლის ესპანელი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ესპანიოლიდან“ გადაბარგდა.

ესპანური პრესის ცნობით, „ატლეტიკომ“ ერმოსოს სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 22-ე ნომერი აირჩია.

ერმოსო „ატლეტიკოს“ მეცხრე შენაძენია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.

საერთო ჯამში, ახალ ფეხბურთელებზე მადრიდელებმა 330 მილიონი ევრო დახარჯეს.