„ატლეტიკო“ „სიტისთან“ განმეორებით მატჩს ნაწილობრივ დახურული ტრიბუნების წინ ჩაატარებს - უეფა-მ მადრიდელი ფანები ნაცისტური მისალმებისთვის დასაჯა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებითი მეოთხედფინალის წინ, უეფა-მ საშინაო არენის ტრიბუნების ნაწილობრივი დახურვით დასაჯა „ატლეტიკო“.
კერძოდ, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ საპასუხო მატჩში „ატლეტიკოს“ მოუწევს სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოს“ ერთ-ერთი სექტორის დახურვა, რომელიც ხუთი ათას მაყურებელს იტევს. ასევე კლუბი ვალდებული იქნება გამოფინოს ბანერი წარწერით – #NoToRacism („არა რასიზმს“).
პირველ მატჩში „ატლეტიკომ“ ინგლისში 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელმა ფანებმა ნაცისტური მისალმება გამოიყენეს და უეფა-ს სასჯელიც სწორედ ამან გამოიწვია.
საპასუხი მატჩი 13 აპრილს გაიმართება.