„ატლეტიკო“ სიმეონესთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT
„ატლეტიკო“ სიმეონესთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა განიხილავს თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას მთავარ მწვრთნელთან დიეგო სიმეონესთან. ამის შესახებ წერს გაზეთი Marca. არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

წყაროს ცნობით, ფორმალურად მოლაპარაკებები სიმეონესთან არ დაწყებულა, მაგრამ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ არგენტინელი სპეციალისტია ოპტიმალური ფიგურა პროექტის შემდგომი განვითარებისთვის. ამ პოზიციას იზიარებს „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერესო, გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი.

სიმეონე 2011 წლის დეკემბრიდან წვრთნის „ატლეტიკოს“. მიმდინარე სეზონში მადრიდელები 18 ტურში 37 ქულით მესამე ადგილზე არიან გათამაშების ცხრილში.