„ატლეტიკო“ როდრიგოს თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს
„ატლეტიკო“ როდრიგოს თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს

ესპანური გამოცემა „მარკა“ გვაუწყებს რომ, „ატლეტიკოს“ არ დაუკარგავს ინტერესი „ვალენსიას“ თავდამსხმელ როდრიგო მორენოს მიმართ.

მადრიდული კლუბი მოლაპარაკებებს იანვარში განაახლებს და გარიგების ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გასულ ზაფხულსაც, მაგრამ მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. გასულ სეზონში როდრიგო 45 თამაშიდან ჩვიდმეტი გოლის ავტორი გახლდათ.

28 წლის ფეხბურთელი „ვალენსიას“ შემადგენლობაში 2014 წლიდან ირიცხება.